Uncategorized

ხვიჩა კვარაცხელიამ პატრიარქზე საუბრისას ემოცია ვერ შეიკავა: ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.

ხვიჩამ „სტემფორდ ბრიჯზე“ გატანილი გოლი აშრაფ ჰაკიმთან ერთად ტრადიციული ჟესტით არ აღნიშნა, რამაც პსჟ-ს მაროკოელი მცველი გაოცებული დატოვა.

„არც მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი. ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე. მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ – ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა