პოლიტიკა

არ დავიღალოთ, განვეფინოთ მტკვრის გასწვრივ, დაველოდოთ სიონის ზარებს, პატივი მივაგოთ ცაში ახალ მფარველს

არ დავიღალოთ, განვეფინოთ მტკვრის გასწვრივ,დაველოდოთ სიონის ზარებს, პატივი მივაგოთ ცაში ახალ მფარველს, დავიმახსოვროთ ეს დღეები, მერე თაობებს გადავცეთ და დავიჯეროთ, რომ ის სამასი არაგველიც ჩვენ ვართ, ცხრა ძმა ხერხეულიძეც, ასი ათასი მოწამეც, რომლებსაც ერთი ხელით ბავშვები ეჭირათ, მეორეთი მხცოვანი მშობლები, წითლად შეღებეს მტკვარი და ხატს არ გადააბიჯეს. ის შინდისელი ბიჭებიც ჩვენ ვართ, აფთრებივით რომ ებრძოდნენ მტერს.

ეს ჩვენ ვართ ქართველები, პატრიარქის ღირსეულად დამტირებლები, ქვეყანაზე უგონოდ შეყვარებული, ლამაზი, ამაყი, გულჩვილი და მიმტევებელი ერი…

დღეს მტკვარი ყვავილებით შეიმოსება… მადლობა მამა,-წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა