Uncategorized

რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორი იყო, გარდაიცვალა

რობერტ მიულერი, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორი იყო, 81 წლისა გარდაიცვალა. მიულერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა 21 მარტს გაავრცელა და საზოგადოებას მათი „პირადი ცხოვრების პატივისცემა“ სთხოვა.

გასული წლის აგვისტოში მიულერის ოჯახმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე წლის წინ პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

მიულერი 2001-2013 წლებში FBI-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროს) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2017 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის სპეციალურ პროკურორად დანიშნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

გამოძიება 2 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, მიულერი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში, თუმცა დონალდ ტრამპთან და მის შტაბთან ფარულ გარიგებაში არ იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა