საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშხაბადში იმყოფება.
ეკა სეფაშვილი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარებისათვის, ცენტრალური აზიისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, თურქმენეთის პარლამენტის, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობს.
Facebook Comments Box











