ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲛᲐᲠᲢᲘ13:24
ნინო ფოჩხუა ბოკერიას

განცხადება · 110 ნახვა

„თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში“

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილია ის ადამიანი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.

„რა თქმა უნდა თქვენთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა გამოიხატება ნგრევაში, საკუთარი მოსახლეობის ტერორსა და პირად გამდიდრებაში. თქვენთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა თავი ქუდში გეგონათ და დაგინგრიათ საამური ცხოვრება, რა თქმა უნდა გძულთ და ყველაფერს დააბრალებთ. მე კი გეტყვით, რომ ზუსტად ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში შეინარჩუნა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და მის მოსახლეობას სიამაყის და ღირსების გრძნობა დაუბრუნა.“ – წერს ფოჩხუა.