გიგა ბოკერიასნაირი ნაძირალა რომ ბიძინა ივანიშვილზე საერთოდ ხმას ამოიღებს და რომ ბედავს საერთოდ, თუნდაც მომაკვდავი პარტიით პოლიტიკაში ყოფნას, სირცხვილია ჩვენი საზოგადოების,- ასე ეხმიანება ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი, „ფედერალისტების“ ლიდერის, გიგა ბოკერიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
გეგეჭკორის განცხადებით, გიგა ბოკერია და მისნაირები ვერასდროს გაიგებენ სამშობლოს მნიშვნელობას და მის სიყვარულს, რამდენადაც მათ სულში აქვთ ღალატი.
„გიგა ბოკერიასნაირი ნაძირალა რომ ბიძინა ივანიშვილზე საერთოდ ხმას ამოიღებს და რომ ბედავს საერთოდ, თუნდაც მომაკვდავი პარტიით პოლიტიკაში ყოფნას, სირცხვილია ჩვენი საზოგადოების. თან რას ამბობს, თურმე ბიძინა ივანიშვილმა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამას ამბობს ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც ისე იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, როგორც არასოდეს არავის არ დაუცვია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წამიდან დღემდე, ადამიანზე, რომელმაც 2012 წელს გადადო საკუთარი თავი ქვეყნის ჯალათებისგან გათავისუფლების მიზნით მაშინ, როდესაც არა მხოლოდ მას, არამედ მის მთელ შთამომავლობას შეეძლო უდარდელად ეცხოვრა და დღემდე აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დაცვას საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე, რომელიც საიდან შეიძლება მოემართებოდეს უკვე სათვალავიც აირია. ნაძირალა ბოკერია და მისნაირები ვერასოდეს გაიგებენ რა არის სამშობლო, იმიტომ, რომ სულში აქვთ ღალატი, დაბადებით და მოდგმით მოღალატეები და სულგაყიდულები სხვანაირად რომ აფასებდნენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს, ეგ იქნებოდა გასაკვირი. საბედნიეროდ, ასეთები ჩვენი ერის 1%-საც კი არ შეადგნენ და დარწმუნებული ვარ სულ მალე ეს ციფრი 0-მდეც დავა,“- წერს ლიზა გეგეჭკორი.











