ამერიკულ სკოლებში მოსწავლეებმა მასობრივად დაიწყეს თამაში „Five Nights at Epstein’s“ („ხუთი ღამე ეპშტეინთან“) — ეს არის ვიდეოთამაში, რომელიც სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მოტივებზეა შექმნილი, წერს Newsweek.
თამაშის მოქმედება კარიბის ზღვის პირად კუნძულზე ხდება. მოთამაშეებმა იქ ხუთი ღამე უნდა გაძლონ ისე, რომ ეპშტეინმა ვერ დაიჭიროს და მათზე სექსუალურად ვერ იძალადოს. ეპშტეინის ყურადღების გადასატანად ბავშვების ხმის ჩანაწერების გამოყენებაა შესაძლებელი.
სკოლის მოსწავლეების ეს გასართობი, რომელიც არასრულწლოვნების წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაზე მიანიშნებს, მშობლებისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ბევრი ჩივის, რომ ბავშვები დაუბრკოლებლად თამაშობენ პირდაპირ სასკოლო კომპიუტერებზე. „მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რომ იმ საშინელებას, რასაც ისინი თამაშობენ, რეალური მსხვერპლი ჰყავდა“, — ნერვიულობენ მშობლები.
ზოგიერთმა სკოლამ უკვე დაიწყო საკუთარ ქსელში იმ საიტის დაბლოკვა, სადაც ეს თამაშია განთავსებული. კომპანია Meta-ში კი Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ისინი ასევე ებრძვიან „ხუთი ღამე ეპშტეინთან“ ბმულების გავრცელებას.











