ხელოვნება და კულტურა

„ლურჯის უსასრულო ელფერი“- ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მაია ჭყონიას პერსონალური გამოფენა გაიმართა

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ბათუმელი მხატვრის, მაია ჭყონიას პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით, „ლურჯის უსასრულო ელფერი“ გაიმართა.

  მაია ჭყონიას ნამუშევრები  და შემოქმედებითი ცხოვრება მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო.   განათლებით გრაფიკოსი-ილუსტრატორი, ის აქტიურად მუშაობს ფერწერისა და გრაფიკის სფეროში. სხვადასხვა ეტაპზე მაია ჭყონია ასევე მუშაობდა გობელენზე, თექაზე, მინანქარსა და მცირე პლასტიკაში, რამაც მისი მრავალმხრივი შემოქმედებით  შესაძლებლობები ნათლად წარმოაჩინა.

   მხატვარს გაფორმებული აქვს ორი თოჯინური სპექტაკლი, ორი ფილმი და რამდენიმე წიგნი. გარდა შემოქმედებისა, იგი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას უნივერსიტეტში, სამხატვრო სტუდიაში, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას. 

მაია ჭყონიას  ლექციები განსაკუთრებულად საინტერესო და სასარგებლოა  სტუდენტებისათვის, ვისთვისაც  ხელოვნება არის სამომავლო პროფესია. 

   მაია ჭყონიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში თბილისში, ასევე კალინინგრადის სამხატვრო გალერეაში. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებშიც, მათ შორის პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ბელგიაში, ლატვიაში, ლიტვაში და იტალიაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მხატვრის შემოქმედების მნიშვნელობასა და საერთაშორისო ინტერესს მის მიმართ.

   მსგავსი გამოფენების ჩატარება ხელს უწყობს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას.

ჟურნალისტი თინათინ ფუტკარაძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა