ხელოვნება და კულტურა

Sony Pictures-ი ეპშტეინის შესახებ დრამატულ მინი-სერიალს გადაიღებს — მთავარ როლს ლორა დერნი შეასრულებს

სერიალს Miami Herald-ის ჟურნალისტის, ჯული კეი ბრაუნის წიგნის მიხედვით გადაიღებენ. მან წიგნი საკუთარი, 2018 წლის გამოძიების საფუძველზე დაწერა. სწორედ ამ გამოძიებამ გამოიტანა ჯეფრი ეპშტეინის საქმე დღის შუქზე მას შემდეგ, რაც ის ფედერალურ პროკურორებთან საიდუმლო გარიგების წყალობით თითქმის დაუსჯელი გადარჩა.

ბრაუნი წლების განმავლობაში მარტო მუშაობდა, გამოავლინა 80-მდე მსხვერპლი, დაარწმუნა მთავარი დაზარალებულები ხმა ამოეღოთ და საბოლოოდ, 2019 წელს ეპშტეინის ხელახალ დაპატიმრებასა და მისი თანამზრახველის, გისლეინ მაქსველის დაკავებას მიაღწია.

ეპშტეინის საქმის შესახებ გადაღებულ პირველ დრამატულ სერიალში მთავარ როლს ლორა დერნი შეასრულებს — „ოსკარისა“ და „ემის“ ლაურეატი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „საქორწინო ისტორია“, „იურული პარკი“, „ლურჯი ხავერდი“, „გულით ველურნი“ და დევიდ ლინჩის სხვა საკულტო ნამუშევრებით. ის ასევე იქნება პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი „ოსკაროსან“ სცენარისტ ადამ მაკკეისთან ერთად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა