პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს

პლასტმასის ბოთლების ამოღებისა და ალტერნატიული სისტემის დანერგვის საკითხზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი განცხადებით, პროცესის დაჩქარებული ტემპით განხორციელება ეკონომიკურ რისკებს შეიცავს და აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომა.

„ეს საკითხი უნდა იყოს ღრმად შესწავლილი. შეიძლება, პარალელურ რეჟიმში, მცირე მასშტაბით დაიწყოს პლასტმასის ბოთლების ამოღება, ისიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რათა მანამდე მოემზადოს შესაბამისი სექტორი და შეიქმნას ის ობიექტები, რომლებიც ჩაიბარებენ ამ მინის ბოთლებს. მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ბოთლში მოთავსებული პროდუქტის ფასი და იმ ჭურჭლის ფასის ამოღება მწარმოებელმა შეძლოს მაშინ, როცა ბოთლი უკან ჩაბარდება. შემდეგ ჩამბარებელმა ობიექტმა უნდა უზრუნველყოს, რომ გასუფთავებული მინის ჭურჭელი ისევ წარმოებაში დაბრუნდეს — საუბარია მილიონობით ჭურჭელზე. გამოსავალი არის ის, რომ შევთანხმდეთ ვადებზე და იმ დეტალებზე, რასაც ბიზნესსექტორი გაითვალისწინებს. გვქონდა შეხვედრები ექსპერტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, და აქედან გვაქვს ეს ინფორმაცია. ეკონომიკურადაც დამაზიანებელი იქნება ამ ტემპით მთავრობის დადგენილების აღსრულებაში შესვლა. მიზანი გასაგებია — გარემოს დაცვა მაღალ დონეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა შევიქმნათ ორჯერ და სამჯერ უფრო დიდი პრობლემა. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, თუმცა არა ისე, რომ უბრალოდ ვთქვათ, ეს პროცესი არ ვარგა და ალტერნატიული გზა არ შევთავაზოთ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ალტერნატიული გზა — სხვა შემთხვევაში კრიტიკას არ მივმართავთ ხოლმე,“ — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა