მომავალ თვეში მაკარტნის მე-18 სოლო ალბომი — The Boys Of Dungeon Lane გამოვა, 24 აპრილს კი, მაღაზიების დახლებზე რინგო სტარის ახალი ალბომი Long Long Road გამოჩნდება.
ბითლზის ყოფილ მედოლეს მის რიგით 22-ე სოლო ალბომში სენტ ვინსენტი, შერილ ქროუ და ბილი სტრინგსი შეუერთდებიან.
85 წლის მუსიკოსი 28 მაისიდან 14 ივნისამდე აშშ-ის ტურნეში მიემგზავრება. მან ახლახან გაამხილა თავისი ენერგიის საიდუმლო — კულინარიული ხრიკი დაბერების ეფექტების შესანელებლად. ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, თუ რა იყო მისი საიდუმლო, სტარმა ისაუბრა, როგორ ინარჩუნებს ენერგიას.
„უბრალოდ მეტი ბროკოლი უნდა ჭამოთ, ყველაფერ კარგს, რაც ჩემშია, ბროკოლის ვაბრალებ“, – უპასუხა მან.
მუსიკოსმა თავის ცნობილ ფრაზაზეც იხუმრა და დაამატა, რომ ახლა მისი დევიზია მშვიდობა, სიყვარული და ბროკოლი.











