პოლიტიკა

სააკაშვილი ნოღაიდელს სასამართლო დარბაზში დაუპირისპირდა:- რა ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა შე მოღალატე!

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სხდომაზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექსპრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სააკაშვილისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდ

სასამართლო პროცესიდან სააკაშვილისა და ნოღაიდელის დიალოგს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს:

“მიშა – ზურა გამარჯობა

– გაგიმარჯოს მიშა

მიშა- დღეს აქ რა მოისმინეთ, რაც ადასტურებს რომ მე აქ უნდა ვიჯდე. ხომ დასტურდება რომ შეთითხნილია. ვადასტურებ, რომ ჯარის გამოყვანა ჩემი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ რისთვის? გიპასუხათ რომ წესრიგის დაცვისთვის. ზურა, მინდა გკითხო , პატარკაციშვილი კავშირში იყო რუსეთთან

ზურა- რა თქმა უნდა ვადასტურებ რომ იყო კავშირში. პატარკაციშვილმა ფული იშოვა რუსეთში. ფსბს აგენტი თუ იყო მისი დაცვა რატომ იყო თბილისში? რატომ არ დაიჭირეთ (მანამდე მიშამ ახსენა ეს ფაქტი)

მიშა- ადასტურებ თუ არა რომ იმედი შეიქმნა რუსული ფულით

ზურა- რუსული ფულით შეიქმნებოდა ფული რუსეთში იშოვა მისმა მფლობელმა.

მიშა- ვისი ნაქირავები იყო ბინა რომელშიც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

ზურა- არ ვიცი

მიშა- ვისი და ვასილ მაღლაფერიძის ზურა. როგორ არ იცი. ზურა იყავი თუ არა 2008 წლის შემდეგ პუტინთან

ზურა- კი

– რატომ

ზურა – იმიტომ რომ დამელაგებინა ურთიერთობები რუსეთთან.

მიშა- რა ურთიერთობები უნდა დაგელაგებინა შე მოღალატე, გვიპყრობდა შენ ხარ მოღალატე!”

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა