„სამშაბათი, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათი!“ — ასე გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ახალი დედლაინი სოციალურ ქსელ Truth Social-ში. დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუ ამ დროისთვის ირანი შეთანხმებაზე არ წავა, ქვეყანას უპრეცედენტო დარტყმები დაატყდება თავს.
აღსანიშნავია, რომ ეს პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმის ვადის უკვე მესამე ცვლილებაა:
22 მარტს ტრამპმა თეირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ორი დღე მისცა.
მომდევნო დღეს მან გასცა ბრძანება, რომ ელექტროსადგურებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმები 5 დღით გადადებულიყო.
მოგვიანებით ვადა კიდევ 10 დღით გახანგრძლივდა.
4 აპრილს ტრამპმა ირანს ჯოჯოხეთის დაწყებამდე კიდევ 48 საათი დაუტოვა.
ამავდროულად, ირანში ამერიკის პრეზიდენტი ომის დანაშაულების მომზადებაში დაადანაშაულეს და დაემუქრნენ სიმეტრიული დარტყმებით აშშ-ის ენერგოინფრასტრუქტურაზე სპარსეთის ყურეში, ასევე ჰორმუზის სრუტის სრული გადაკეტვით.











