ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ30 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ15:58
გორდულაძე ომბუდსმენის სარჩელზე

განცხადება · 116 ნახვა

„გამომდინარე იქიდან, გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია- მთავარია, კონკრეტული პიროვნების მიმართ უფლების დარღვევა არ დადგენილა“

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს ეხება. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, სასამართლომ აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია. გორდულაძე ხაზს უსვამს, რომ ამ საქმეში კონკრეტული ადამიანის უფლებების დარღვევა არ დადგენილა და საქმე ეხება მომავალში შესაძლო თეორიულ რისკებს. მისივე თქმით, პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს.

„სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება, რომ არა კონკრეტული უფლების დარღვევის ფაქტის, არამედ თეორიული დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული იყო ნორმები, რომლებიც აწესრიგებს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებს. ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს, თავისი ფსიქიატრიული მდგომარეობის გამო, არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ დანაშაული ჩადენილი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ სხვანაირად შეუძლებელია მისი მკურნალობა სტაციონარში გადაყვანის გარეშე და შესაძლებელია, რომ მან საფრთხე მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებსაც, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 4 წლამდე ვადით იძულებითი მკურნალობის დანიშვნის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ნორმები და ერთმანეთს შეადარა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება საქმე და მეორე შემთხვევა, როდესაც არის სავალდებულო, ფსიქიატრიული მკურნალობა. გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით მაღალი პროცესუალური უფლების დაცვის სტანდარტებია სავალდებულო მკურნალობის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხები არაკონსტიტუციურად მიიჩნია და საქართველოს პარლამენტს აქვს დრო იმისთვის, რომ მოვამზადოთ შესაბამისი ცვლილებები, დაველოდებით სამოტივაციო ნაწილსაც და იმ თეორიულ, სავარაუდო რისკებსაც კი ბოლომდე გადავაზღვევთ, რათა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზეც ამ კონკრეტული მიმართულებით ადამიანის უფლებების გარანტია იყოს უმაღლეს დონეზე და თეორიული რისკებიც კი იყოს გადაზღვეული. რაც მთავარია კონკრეტული დარღვევა უფლებისა, კონკრეტული პიროვნების მიმართ არ დადგენილა. აქ საუბარია სამომავლო თეორიულ პერსპექტიულ საკითხებზე“-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.