ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიუცხოური მედია126 ნახვა

“ზედმეტად დაკავებულნი არიან ირანით”: უკრაინა აშშ-ის ნაცვლად ფსონს ევროკავშირსა და თურქეთზე ჩამოდის – Politico

“ზედმეტად დაკავებულნი არიან ირანით”: უკრაინა აშშ-ის ნაცვლად ფსონს ევროკავშირსა და თურქეთზე ჩამოდის – Politico

Politico-ს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად დისტანცირდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე ფოკუსირებისგან. ამის მიზეზი ისაა, რომ ირანთან პოტენციურმა ომმა კიევისა და მოსკოვის კონფლიქტი ვაშინგტონისთვის მეორე პლანზე გადაიტანა.

ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მას აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის იყო საუბარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე თეთრ სახლში ტრამპისა და პუტინის ბოლო სატელეფონო საუბრამდე. წყაროს ცნობით, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი ძირითადად ირანის მიმართულებით მუშაობენ.

კიევმა შეცვალა სტრატეგია და დაიწყო შეთანხმებების გაფორმება ევროპულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინული დრონები სასწრაფოდ ესაჭიროებათ. ქვეყნებმა დაიწყეს გაცნობიერება, რომ მათ უკრაინა ისევე სჭირდებათ, როგორც უკრაინას ისინი, — აცხადებს ევროპელი მაღალჩინოსანი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ზელენსკი, რომელიც ადრე მტკიცედ უჭერდა მხარს ტრამპს, ახლა ფიქრობს არა იმაზე, თუ როგორ დატოვოს აშშ პროცესში, არამედ იმაზე, თუ როგორ იმოქმედოს მათ გარეშე. უკრაინის პრეზიდენტი უფრო ფრთხილი გახდა ვაშინგტონის მომავალ როლთან დაკავშირებით და თურქეთს განიხილავს, როგორც პლატფორმას რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის.