პროცესი, რომელსაც პრეზიდენტმა პროექტი „თავისუფლება“ უწოდა, ორშაბათს, 4 მაისს დაიწყება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ სრუტეში იმ ქვეყნების გემებს გაატარებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში არ მონაწილეობენ და „უდანაშაულო დამკვირვებლებად“ იქცნენ.
„ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების კეთილდღეობისთვის, ჩვენ ვაცნობეთ ამ ქვეყნებს, რომ დავეხმარებით მათი გემების გამოყვანაში, რათა მათ შეძლონ თავისუფლად და ეფექტურად აკეთონ თავიანთი საქმე… გემების მოძრაობა მიზნად ისახავს იმ ადამიანების, კომპანიებისა და ქვეყნების გათავისუფლებას, რომლებსაც ცუდი არაფერი ჩაუდენიათ“, — დაწერა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ბევრ გემზე საკვები და საჭირო მარაგი იწურება.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად აშშ-ის წარმომადგენლები ირანთან „მეტად პოზიტიურ“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ყველასთვის სასარგებლო შედეგზე მიანიშნა.
ტრამპმა დაამატა, რომ ამერიკელი სამხედროები ძალას გამოიყენებენ, თუ ვინმე გემების გაცილებას ხელს შეუშლის. ამასთან, ირანს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია — ამ მომენტისთვის თეირანის თანხმობა ჰორმუზის სრუტიდან გემების გამოყვანაზე დადასტურებული არ არის.











