უცხოური მედია

ტრამპის დაცვის წევრი სასტუმროში მასტურბაციისთვის დააკავეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის 33 წლის ოფიცერი, ჯონ სპილმანი, სასტუმრო DoubleTree by Hilton Miami Airport and Convention Center-ის დერეფანში, სხვისი ნომრის კართან საჯარო მასტურბაციისთვის დააკავეს.

დაკავებამდე იგი სასტუმროში რამდენიმე სტუმარს, მათ შორის ერთ ქალს აედევნა. შეშინებული სტუმრები ნომერში ჩაიკეტნენ და მომხდარს კარის სათვალთვალოდან ადევნებდნენ თვალს, სასტუმროს დაცვამ კი მამაკაცი უშუალოდ პროცესში, შარვალჩამოწეული დააკავა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე სპილმანი Trump National Doral-ში თავის მოვალეობას ასრულებდა და დონალდ ტრამპის უსაფრთხოების პერიმეტრს იცავდა.

დაკავება ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც ოფიცერი ფორმალურად აღარ ასრულებდა მოვალეობას.

სპილმანი დაუყოვნებლივ გაუშვეს ადმინისტრაციულ შვებულებაში და გამოძიების დასრულებამდე სამუშაოს ჩამოაცილეს. ამჟამად იგი გამოსასწორებელ ცენტრში იმყოფება, გირაო 1 000 დოლარს შეადგენს, სასამართლო მოსმენა კი 27 მაისს არის ჩანიშნული.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა