ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ7 ᲛᲐᲘᲡᲘ12:56
თურქული მედია

განცხადება · 90 ნახვა

„ერდოღანმა ემანუელ მაკრონს სომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსსომხეთ-თურქეთის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. თურქული მედიის თანახმად,ერდოღანმა აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი თურქეთში გადასვლას დიდი ხნის განმავლობაში დახურული თურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვრის გამოყენებით გეგმავდა, თუმცა თხოვნა საბოლოოდ უარყოფილ იქნა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია პრეზიდენტ ერდოღანს ეცნობა.

თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი 1993 წელს, ყარაბაღის ომის დროს ჩაკეტა.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სომხეთს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნისა და ურთიერთობების აღდგენის პირობები წაუყენა, კერძოდ, შეწყვეტდა „გენოციდის შესახებ ტყუილების“ საერთაშორისო დონეზე წამოყენებას, გავიდოდა ყარაბაღის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და აღიარებდა გიუმრისა და ყარსის ხელშეკრულებებს.