ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიუცხოური მედია92 ნახვა

REUTERS- ვირჯინიის შტატში აკვირდებიან მოგზაურს, რომელიც „ჰანტავირუსის“ აფეთქების ეპიცენტრში მყოფ საკრუიზო გემზე იმყოფებოდა

REUTERS- ვირჯინიის შტატში აკვირდებიან მოგზაურს, რომელიც „ჰანტავირუსის“ აფეთქების ეპიცენტრში მყოფ საკრუიზო გემზე იმყოფებოდა

როგორც სააგენტო „როიტერი“ (Reuters) იუწყება, ხუთშაბათს ვირჯინიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა შტატის მცხოვრები, რომელიც ახლახანს დაბრუნდა საკრუიზო გემიდან, სადაც „ჰანტავირუსის“ სასიკვდილო აფეთქება დაფიქსირდა.

ეს პირი იმყოფებოდა ნიდერლანდების დროშის ქვეშ მცურავ საექსპედიციო გემზე, სახელწოდებით MV Hondius. აღნიშნული ხომალდი საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ბორტზე იშვიათი ვირუსის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. დეპარტამენტის განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ოფიციალური პირების თქმით, მოგზაური უკვე დაბრუნდა ვირჯინიაში და ჯანდაცვის სამსახურების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. „ჰანტავირუსი“, როგორც წესი, ინფიცირებულ მღრღნელებთან კონტაქტით ვრცელდება, ადამიანიდან ადამიანზე გადადება კი იშვიათია.

შტატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გემზე აშშ-ის 30-ზე ნაკლები მოქალაქე იმყოფებოდა. სავარაუდოა, რომ უახლოეს დღეებში ვირჯინიის კიდევ რამდენიმე მცხოვრები გამოვლინდეს, რომლებსაც შესაძლოა, შეხება ჰქონდათ ვირუსთან.

„ზოგადად, მივიჩნევთ, რომ საზოგადოებისთვის რისკი დაბალია“, — აცხადებენ დეპარტამენტში და დასძენენ, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ადგილობრივ სააგენტოებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ გემთან დაკავშირებით სულ მცირე რვა საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის სამი ფატალურად დასრულდა. ამჟამად ხელისუფლება ვირუსის გავრცელების გზებს იკვლევს