ადგილობრივ არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიის კატასტროფული შედეგების გამო, თანაპარტიელები პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისგან გადადგომის კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვენ. პარტია თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მაჩვენებელზეა და უკვე დაკარგა კონტროლი მინიმუმ ცხრა ადგილობრივ საბჭოზე.
თავად სტარმერი აცხადებს, რომ თანამდებობას ჯერ არ დატოვებს, რათა ქვეყანა ქაოსში არ ჩააგდოს, თუმცა მისი წასვლის გეგმაზე მსჯელობა უკვე დაწყებულია.
The Times-ის ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი ედ მილიბანდი პრემიერს ტელეფონით ესაუბრა გადადგომის გრაფიკის განსასაზღვრად. დეპუტატები, მათ შორის გრემ სტრინგერი, ორგანიზებულ წასვლას ითხოვენ, რათა თავიდან აიცილონ გაურკვევლობა მემკვიდრის შერჩევისას.
პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ იენ ლევერიმ კი პირდაპირ განაცხადა, რომ სტარმერის დარჩენა ლეიბორისტულ პარტიას დაღუპავს. გადადგომის ვადების დაწესების მოთხოვნას ასევე შეუერთდნენ ჯონ მაკდონელი და ჯონათან ბრეში











