განცხადება · 160 ნახვა
„სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ, ადამიანის უფლებების დაცვაა – საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს, რომ სწორი სამართლებრივი რეაგირება იცავს ადამიანებს“
სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაა! – წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ინიციატივა უპირველეს ყოვლისა, არასრულწლოვნების, ქალებისა და უმცირესობების დაცვისკენ არის მიმართული და საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირების ეფექტიანობას.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ეს ინიციატივა უპირველესად მიმართულია იქითკენ, რომ არასრულწლოვანები, ქალები და უმცირესობები დაცულნი იყვნენ მზარდი კიბერბულინგისა და ორგანიზებული აგრესიისგან. საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს სწორი სამართლებრივი რეაგირება საფრთხეს არ უქმნის სიტყვის თავისუფლებას, ის იცავს ადამიანებს. უსაფრთხო ციფრული სივრცე ყველას უფლებაა!” – წერს ანანიძე.
ცოტნე ანანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ცოტნე ანანიძე„როდესაც ასოცირების ვალდებულებებს მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებ, ხოლო საპასუხოდ უსამართლო განცხადებებს ისმენ, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტი და პოლიტიკური განწყობებია“
- ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“
- ცოტნე ანანიძე„საფრანგეთში სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები რომ დადგნენ ახლა ანტისამთავრობო აქციაზე, ევრობიუროკრატია „დემოკრატიის მხარდაჭერად“ შეაფასებს?“
- ცოტნე ანანიძე„ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება – მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით“
