ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:48
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 145 ნახვა

მარტა კოსის განცხადებაზე

„გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან“

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” აქვეყნებს ვრცელ წერილს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც მათ.

წერილში აღნიშნულია, რომ მარტა კოსის განცხადების უკან დიდი საფრთხე იმალება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი საკითხები, მიიღოს საქართველოს გარეშე.

“ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა, რომლის წარსულ საქმიანობასა და იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფაქტებზე დაფუძნებული არაერთი შეკითხვა არსებობს, განაცხადა, რომ განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის მომავალ წევრებს მოქმედი წევრების მსგავსი ხმის უფლება არ ექნებათ. გამოდის, თუკი დავუშვებთ, რომ საქართველო ოდესმე აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, ჩვენს ქვეყანას, ისევე, როგორც სხვა ახალ წევრებს, ფაქტობრივად არ ექნებათ ხმის უფლება, თუმცა, ექნებათ ისეთივე ვალდებულებები, როგორიც იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები უკვე არიან. ვისაც ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, თუ რა ფორმალური წესები არსებობს ევროკავშირში და ორგანიზაციას რა სახის ბერკეტები გააჩნია წევრ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად, ყველამ კარგად იცის, რომ მარტა კოსის გაჟღერებული იდეის მიღმა დიდი საფრთხე იმალება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, ფაქტობრივად, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილება, საქართველოს გარეშე მიიღოს.

ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, როგორ ებრძვის ევროპული ბიუროკრატია განსხვავებულ შეხედულებებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად, საბოლოოდ გადაწყვიტეს, ჩაახშონ ნებისმიერი თავისუფალი აზრი, რომელიც მათ ხედვებს ეწინააღმდეგება, თანაც, ამის გაკეთებას ყველაზე უხეში ფორმით ფიქრობენ და იმ ორგანიზაციაში წევრობისთვის, რომელიც მრავალფეროვნებისა და თანაბარუფლებიანობის იდეას დაეფუძნა, ქვეყნებს საკუთარი ხმის უფლების დათმობასა და უსიტყვო მორჩილებაზე თანხმობას სთავაზობენ,”- ვკითხულობთ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წერილში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“