ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:50
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 164 ნახვა

„ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგ ერებს წლების განმავლობაში „აღთქმულ მიწამდე“ მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუკი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიან და ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ“

ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ,- ვკითხულობთ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ევროკომისარ მართა კოსის მიერ გაჟღერებულ იდეას ეხება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ერებს “აღთქმულ მიწამდე” მიყვანის და ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიით სიცრუეში აცხოვრებენ და ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ თუ აღნიშნული ქვეყნები მათ წესებს დაემორჩილებიან.

“ჩვენ საჯაროდ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ილუზია და სხვადასხვა ერებისთვის ფუჭი იმედების ჩასახვაა, მოლოდინის შექმნა, თითქოს, ევრიბიუროკრატები ევროკავშირში კიდევ რომელიმე ქვეყანას მიიღებენ, თუმცა, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და სავარაუდო ახალი წევრებისთვის, სეგრეგაციის პრინციპით, ჩანასახშივე მონურ როლს განიხილავენ.პარალელურად, საზოგადოების წინაშე ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თითქოს, ეს საჩუქარია და მთელი რიგი ქვეყნები, ამ „წყალობისთვის“ მადლიერები უნდა დარჩნენ. ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი საბჭოთა კავშირზე შორს მიდის და თანასწორობის პრინციპს ფორმალურად, ფურცელზეც კი აღარ იცავს. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი გადაიქცა გაერთიანებად, რომლის წიაღშიც, ბრიუსელიდან მომავალი შეხედულებისგან განსხვავებული ნებისმიერი აზრი დაისჯება და უხეშად ჩაეხშობა.

განვლილი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ქართულმა სახელმწიფომ გამოსცადა, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია რაზეა წამსვლელი კონკრეტული სახელმწიფოსგან მონური მორჩილების მისაღებად. რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და საკუთარი ეკონომიკის ჩამონგრევის, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მეორე ფრონტის გახსნისა და კონფლიქტში საქართველოს ჩართვის მოთხოვნებზე უარის საპასუხოდ, გარე ძალების მორჩილი ადგილობრივი რადიკალების მხრიდან დაგეგმილი რევოლუციების დაფინანსება და წახალისება, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მთელი რიგი გადაწყვეტილებების იძულების მცდელობები, გამუდმებული შანტაჟი, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და კონკრეტული ინსტიტუციების წარმომადგენლების წინააღმდეგ უსამართლოდ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებები და დაწესებული სანქციები ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ყველაფერი ბრიუსელიდან წამოსული დირექტივების უსიტყვოდ შესრულებაზე უარის თქმამ გამოიწვია, თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველო არა წევრი, არამედ მხოლოდევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

საბოლოოდ, მივიღეთ მოცემულობა, რომ ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც მთელ რიგ ერებს წლების განმავლობაში „აღთქმულ მიწამდე“ მიახლოებისა და ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანების შესაძლებლობის ქონის ილუზიაში აცხოვრებდნენ, ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუკი ისინი მათ წესებს დაემორჩილებიანდა ამავდროულად უარს იტყვიან იმ უფლებებზე, რომელიც დღესდღეობით ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებს გააჩნიათ, ეს კი ლამაზად შეფუთული მონობაა და სხვა არაფერი!”-ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“