ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:51
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 93 ნახვა

„მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ“

მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ,- ვკითხულობთ “ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში განხილულია გერმანიის მაგალითი, სადაც “დიფ სტეიტმა” იქამდე მიიყვანა ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული ქვეყანა, რომ ამ ქვეყანაში ამჟამად პოლიცია ეროვნული დროშის დემონსტრირებას საჯარო სივეცეებში კრძალავს.

“მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ, თუმცა, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, იდეოლოგიური თვალსაზრისით, კონკრეტული ქვეყნების შიგნით,ხელისუფლებები ერთი რიგითი ინდივიდისგან რა სახის ქცევას მოითხოვენ და მათთვის მიუღებელი ქმედების შემთხვევაში რა სადამსჯელო ღონისძიებები არსებობს. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში პოლიციამ მოქალაქეს ეროვნული დროშის საჯაროდ აფრიალება აუკრძალა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მსგავსი ქმედება იმ ადამიანების უფლებებს ლახავს, რომლებიც გერმანიასთან არ არიან ასოცირებული. ამ ამბავში კი ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ გერმანიის დროშის ფრიალს, რაც, წესით, თითოეული გერმანელისთვის სიამაყის გამომწვევი უნდა იყოს, გერმანელი პოლიციელი კრძალავს სხვების უფლებებზე ზრუნვის მოტივითმაშინ, როდესაც აბსურდია იმის მტკიცება, რომ საკუთარ ქვეყანაში, ეროვნული დროშის ფრიალი შეიძლება ვინმეს უფლებებს არღვევდეს.

სამწუხაროდ, ფსევდოლიბერალური ღირებულებების ევროპულ საზოგადოებაში დანერგვით, საგანმანათლებლო სისტემაში შეღწევით, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ხელისუფლებების სრული კონტროლით „დიფ სთეითმა“ ერთ დროს ყველასთვის მისაბაძი ევროპული სახელმწიფოები იქამდე მიიყვანა, რომ პოლიციელები საჯარო სივრცეში ეროვნული დროშის დემონსტრირებას კრძალავენ. თუმცა ეს ყველაფერი გუშინ ნამდვილად არ დაწყებულა. ეს წლების წინ დასახული გეგმის აღსრულების პროცესში ბოლო ეტაპია და მიზნად ევროპული სახელმწიფოების ტრადიციული და ეროვნული ღირებულებებისგან სრულად დაცლას ისახავს,”- ვკითხულობთ “ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“