ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ16:07
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 112 ნახვა

„ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო შემდეგ, მასპინძელი ქვეყნის შვილებს, საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს, უკვე შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან, რაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა და ევროპული ღირებულების ფეხქვეშ გათელვაა“

უკვე დიდი ხანია, რაც „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის ხელმძღვანელების და კონკრეტული „ეროვნული“ ხელისუფლებების ხელით, ევროპული ქვეყნები აიძულა, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა უკიდურესად შეერბილებინათ და მილიონობით არალეგალი მიგრანტი საკუთარ ქვეყნებში მიეღოთ.- ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“13 ივნისიდან ევროკავშირში ოფიციალურად ამოქმედდა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, რომელიც მიგრანტების სავალდებულო განაწილების მექანიზმსაც მოიცავს და წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის მიგრანტის მიღებას ავალდებულებს, ეს რიცხვი კი კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობისა და მშპ-ს მიხედვით ითვლება. ახლადამოქმედებული პაქტის წესების თანახმად, თუკი ქვეყანა მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვის, თითოეულ იმ პირზე, რომელიც თავშესაფარს ვერ მიიღებს, 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, აღნიშნული თანხა კი სპეციალურ ევროპულ ფონდში მოიყრის თავს. ცალკე საკითხია, მიგრანტების მიღების შემდეგ ამ ქვეყნებში რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები, უარესდება თუ არა მაგალითად სოციალურ-ეკონომიკური თუ კრიმინოგენური მდგომარეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროკავშირის ხელმძღვანელობა, სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი კონკრეტული ქვეყნების ტერიტორიაზე დამკვიდრდებიან, მულტიკულტურალიზმის ერთი შეხედვით კეთილშობილური პრინციპის დაცვის მოტივით, მასპინძელი ქვეყნის შვილებს, საკუთარი სამშობლოსადმი პატივისცემისა და სიყვარულის საჯაროდ გამოვლენის მცდელობებს, უკვე სტუმარი და შეფარებული ადამიანების შეურაცხყოფაში უთვლიან, რაც სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის ბოლომდე შელახვა, ყველანაირი ჭეშმარიტი ევროპული ღირებულების უხეში ფეხქვეშ გათელვაა და სხვა არაფერი”-აღნიშნულია განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“