ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ16:09
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 129 ნახვა

“ქართულ ოცნებას”

„გსურთ საქართველო „დიფ სთეითის“ უსიტყვო მორჩილების პირობებში, აგრძელებდეს არსებობას?!- დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი“

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, როდესაც მან თქვა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

“მსგავსი რეალობა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენამ და ევროპელი ბიუროკრატების ქმედებებმა განაპირობა და კარგად უნდა ვიაზრებდეთ, რომ დღევანდელი ევროკავშირისკენ სწრაფვა, მონური მორჩილების სანაცვლოდ ორგანიზაციაში მიღება, შემდეგ მათი წესების დაცვის მოტივით ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე უარის თქმის იძულება, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციის დაშვება და „ლგბტ“ დღის წესრიგის თავზე მოხვევა, საქართველოს ისეთივე მდგომარეობას უქადის, როგორიც ევროპის კონტინენტზე უკვე ნორმად იქცა- წერია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში, რომელიც ევროკავშირში ამოქმედებულ მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტს ეხება.”- წერია განცხადებაში.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდდებს დროულად თქვას უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებს სთავაზობს,

“ამ ფონზე „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობისთვის ჯიუტად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ჩვენი ეროვნული მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, მის სათავეში არსებული ბიუროკრატები მალე შეიცვლებიან, ევროპა ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს დაუბრუნდება, ჩვენგან უპირობო მორჩილებას აღარ მოითხოვენ, რაც ურთიერთობების გაუმჯობესებას, მხარეების პოზიციების კვლავ დაახლოებას და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას განაპირობებს. მათი მტკიცების საწინააღმდეგოდ ყველაზე უკეთ ის ფაქტები მეტყველებს, რომლებსაც ევროპის კონტინენტზე ვაწყდებით. სწორედ ამიტომ, მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული – გსურთ საქართველო „დიფ სთეითის“ უსიტყვო მორჩილების პირობებში, სუვერენიტეტის გარეშე ისევე აგრძელებდეს არსებობას, როგორც მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები?! ისეთ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება, რომელიც ორგანიზაციის წევრობის სანაცვლოდ ვალდებულებებს იზიარებს და უფლებებს თმობს?! გსურთ მომავალში ქართველი პოლიციელი საქართველოს შვილს დროშის ფრიალს უკრძალავდეს?! თუკი ეს თქვენთვისაც მიუღებელია, მაშინ დროულად განაცხადეთ უარი ევროკავშირისკენ სწრაფვის ოფიციალურად დეკლარირებულ პოზიციაზე, გაუმხილეთ ქართულ საზოგადოებას სიმართლე, დაიცავით ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი შვილების მომავალი!

თუკი უარს ამბობთ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმაზე, მაშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის წინაშე გთავაზობთ დებატებს, რომლის შედეგადაც ჩვენი საზოგადოება თავად აწონ-დაწონის ჩვენ მიერ წარმოდგენილარგუმენტებს, შეაფასებს ფაქტებს და დასკვნებსაც გამოიტანს! ამავდროულად მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს“, თუკი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული დებატების გამართვა და დაინტერესებული მხარეების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კონსტრუქციულ ოპონენტთან არგუმენტებით ვიკამათოთ და ქართველ ხალხს ევროკავშირის შესახებ ერთადერთი სიმართლე ვუჩვენოთ.”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“