ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:05
რასა იუკნევიჩიენე

განცხადება · 126 ნახვა

„2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

„2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ! არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.
თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს, ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო. თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილის მესამე ვადა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი რეჟიმია საქართველოში. მაგრამ რა მოხდა უნგრეთში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, გაერთიანდა და მისცა ნათელი ალტერნატივა უნგრელ ხალხს არჩევნების დროს. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხის შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს.“- აცხადებს იუკნევიჩიენე.