ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ21:27
არჩილ ბერიძე

განცხადება · 163 ნახვა

რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე

„თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ე.წ „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“?“

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე ევროკავშირში გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რეალური პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ეს განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: თუ ევროკავშირის გაფართოების საკითხი მხოლოდ ომის შემდეგ გახდა რეალურად აქტუალური – რამდენად სწორი იყო მანამდე საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ინტეგრაცია მხოლოდ რეფორმებზე, სტანდარტების შესრულებასა და ფორმალურ მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული?“ -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბერიძის თქმით, რატომ არ შეიძლება არსებობდეს ევროპული ინტეგრაციის გზა ომის გარეშე?! მისივე თქმით, ბევრ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასადანაშაულებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, რას ეფუძნება რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რამდენად გულწრფელად ხდებოდა ამ პროცესების ახსნა წლების განმავლობაში.

გამოდის, რომ ამ პროცესში პოლიტიკური გარემო და გეოპოლიტიკური ინტერესებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. და ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: საქმე ხომ არ გვქონდა თვალთმაქცობასთან? თუ დღეს საუბრობენ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ ომის შემდეგ გაჩნდა – გამოდის რომ, გაფართოების მიმართულებით ღირებულებით, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ საკითხებზე მუშაობა ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებდა, რომელსაც ფაქტობრივად, ლოგიკური დასასრულის პერსპექტივა არ გააჩნდა. აქ ჩნდება კიდევ ერთი ბუნებრივი კითხვა – რომელიც რატომღაც არ უჩნდებათ არც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც ყოველმხივ განსწავლულ, დასავლური პოლიტიკური არქიტექტურის სიღრმისეულად მცოდნე, ძლიერი პროგნოზების გაკეთებითა და ექსპერტის სახელით ცნობილ ადამიანებს – თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ეგრეთწოდებული „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“? და ბოლოს – თუ გეოპოლიტიკურმა გარემომ შექმნა ახალი შესაძლებლობები, რატომ წარმოაჩენდნენ საქართველოს ხელისუფლების არჩევანს – შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და არ ჩართულიყო ესკალაციის ლოგიკაში – როგორც ავტომატურად ანტიევროპულ გადაწყვეტილებას? რატომ არ შეიძლება არსებობდეს ევროპული ინტეგრაციის გზა ომის გარეშე?! ეს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები, მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასადანაშაულებლად, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი – რას ეფუძნება რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები და რამდენად გულწრფელად ხდებოდა ამ პროცესების ახსნა წლების განმავლობაში.“-განაცხადა არჩილ ბერიძემ.

არჩილ ბერიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ ბერიძე„ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს“
  2. არჩილ ბერიძე„მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს“
  3. არჩილ ბერიძე„თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?“
  4. არჩილ ბერიძე„საზოგადოებას ჰპირდებოდნენ იზოლაციას, რეალურად კი საქართველო იმყარებს პოზიციას როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული ჰაბი – პროგნოზები არ გამართლდა და დღეს უკვე თავად რადიკალურ ოპოზიციაში ვხედავთ დაპირისპირებას“