ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი9°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური7°C
  • მესტია2°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ10:08
დიმიტრი სამხარაძე

განცხადება · 124 ნახვა

„ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის. სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას-ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან“

„იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ.“- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის, განვლილ გზას აღწერს.

სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და იმ დიდ ამაგზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სამშობლოს წინაშე აქვს გაწეული და აღნიშნავს, რომ ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან.

„მხოლოდ ამ სიუჟეტში ნაჩვენები ფაქტებიც კი ნათლად აჩვენებს, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა დაიცვა იგი და გადაეფარო ფარად როგორც შიდა, ისე გარე მტრების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს მანქურთთა მცირე წარმომადგენლობა და აგენტურა, რომლებიც ცდილობენ ერისკაცის მიერ გაკეთებული საქმის წაშლას, იგნორირებას უკეთებენ იმ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ნაბიჯებს, რომელთა შედეგადაც ჩვენი სამშობლო უფრო ძლიერი ხდება. ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით და არც გამოუვათ. მე არაერთხელ შემხვედრია მოქალაქე, რომელიც აპარტიული ყოფილა ან სულაც ქართული ოცნების პოლიტიკის მოწინააღმდეგე, თუმცა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე ობიექტურად უსაუბრია, საქართველოს გადარჩენაში მის როლზე მხარდაჭერაც გამოუთქვამს. ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენმა ერმა იცის, კონკრეტულ დროს რა უნდა გააკეთოს. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აქვს ილუზია, რომ გადამთიელების ხუშტურებზე ვივლით, მინიმუმ ძალიან ცდება.
დიდი ამაგი აქვს გაწეული ერისკაცს ჩვენი სამშობლოსთვის. ყველა მისი საქმე, როგორც საღვთო, ისე საერო, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებაა. სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას, ქართულ ტრადიციებსა და სარწმუნოებას. უფრო დაფასებული იყო კუბილიუსებისა და მათი მსგავსი კასტა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ნელ-ნელა გვანადგურებდნენ, ყველაფრის წართმევას გვიპირებდნენ, საზოგადოებაში უნდობლობასა და ნიჰილიზმს თესავდნენ, ახალგაზრდებს კი მომავალს ართმევდნენ. ასეთ რთულ დროს მხოლოდ ერთ ქართველ კაცს შეეძლო დაპირისპირებოდა უცხოეთიდან მართულ და წაქეზებულ რეჟიმს და რა თქმა უნდა ეს იყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი. ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ერისკაცი და მისი გუნდი ჩვენი სამშობლოს სათავეში დგანან!“- წერს სამხარაძე.

დიმიტრი სამხარაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი სამხარაძე„ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის“
  2. დიმიტრი სამხარაძე„ის უტიფრობა, რაც დღეს გვარამიამ იკადრა – ნაცისთვისაც კი ზედმეტია. ეს არსება ამბობს, რომ თითქოს, ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა. ერმაც და ბერმაც ძალიან კარგად იცის, რომ მან მთელი თავისი ქონება, საქართველოში ქველმოქმედების სახით დახარჯა, განა ეს ყველაფერი არ იცის ნიკუტამ?! იცის, მაგრამ ისტორიის გადაწერა უნდა“
  3. დიმიტრი სამხარაძე„საქართველოში არ არსებობს მუნიციპალიტეტი, სადაც ,,ნაცური რეჟიმის” შემქმნელებს დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.“
  4. დიმიტრი სამხარაძე„შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა“