ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი9°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე6°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია1°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ15:11
ერთიანი ნეიტრალური საქართველო

განცხადება · 100 ნახვა

„პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს“

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს და თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის მშობლებს, ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატარა ხიზირის ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს.

„უდიდესი გულისტკივილითა და მწუხარებით ვეხმაურებით ინგუშეთში, მდინარე სუნჟაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას. 8 წლის ხიზირ დერბიჩევის გმირულად დაღუპვამ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა, ჩვენს მოძმე ინგუშებთან ერთად, შეძრა სრულიად საქართველო.
პატარა ხიზირის ეს ნაბიჯი არის ერთი ინდივიდის ქმედება, რომელიც მთლიანად ერის სულისკვეთებას გადმოსცემს და მის იდენტობას აყალიბებს. ქართველ და ინგუშ ხალხებს ისტორიულად დიდი მეგობრობა აკავშირებს, ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ უპრეცედენტო სამძებრო სამუშაოებში ათიათასობით ადამიანთა შორის იყვნენ ქართველებიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ინგუში გმირის ტრაგედია, სრულიად საქართველოს ტკივილად იქცა. ხიზირ დერბიჩევის თავგანწირვამ და კავკასიელ ხალხთა ერთობამ მთელი მსოფლიო გააოცა და დააფიქრა კავკასიელთა რაობაზე.
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით, გულწრფელ თანაგრძნობასა და სამძიმარს ვუცხადებთ პატარა ხიზირის მშობლებს, მის ოჯახსა და სრულიად ინგუშეთს – მედგარ და ძლიერ ერს. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში და გამძლეობა. ხიზირ დერბიჩევის ნათელი სახელი და მისი გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.“-ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველო სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება“
  2. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„„ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება“
  3. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა“
  4. ერთიანი ნეიტრალური საქართველო„საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“