ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიპოლიტიკა140 ნახვა

თამარ ჩერგოლეიშვილი მიანიშნებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „პოსტვ“ იმიტომ დაასანქცირა, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობისგან ჩერგოლეიშვილის პროპაგანდისტული „ტაბულას” დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო

თამარ ჩერგოლეიშვილი მიანიშნებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ „იმედი“ და „პოსტვ“ იმიტომ დაასანქცირა, რომ ბრიტანეთის საელჩომ საქართველოს მთავრობისგან ჩერგოლეიშვილის პროპაგანდისტული „ტაბულას” დაფინანსებაზე თანხმობა ვერ მიიღო

„ფედერალისტების“ ერთი-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში 2018 წლის ვიდეოს აზიარებს, როდესაც „ტაბულას“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და უარყოფდა ინფორმაციას, რომ მას კეზერაშვილი აფინანსებდა.

„რასაკვირველია კეზერაშვილი არ მაფინანსებს. მაფინანსებს The European Endowment for Democracy (EED), National Endowment for Democracy (NED), სოროსის ფონდი, მაფინანსებს. ბრიტანეთის მთავრობა მაფინანსებს. მაფინანსებს ასევე, ჰოლანდიის მთავრობა“, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი ვიდეოში.

აქვე, ის ვიდეოს პოსტს ურთავს, რომელშიც წერს, რომ „ტაბულას“ აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც მისი თქმით „დაუბლოკა ბიძინამ“ და „მალევე ბრიტანეთის მთავრობამ „პოსტივი“ და „იმედი“ დაასანქცირა“.

„მეგობრებო, 2018 წელია ეს და ტაბულას დირექტორი ვარ აქ! ტაბულას ახლაც აფინანსებდა ბრიტანეთის მთავრობა, უბრალოდ დაუბლოკა ბიძინამ.
მალევე, ბრიტანეთის მთავრობამ პოსტივი და იმედი დაასანქცირა და სანქციებს ყველა შემდეგი მთავრობა შეინარჩუნებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.