ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი14°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ30 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ17:27
თორნიკე მოლაშვილი

განცხადება · 174 ნახვა

„ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა – დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ“

გუშინ უსაუბრია ცოტნე ივანიშვილს აგენტურაზე და „ქართველ“ აგენტებზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა ის ზუსტი შეფასება, ზუსტი ალეგორია, რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა და თითქოს ჩვენი ყველას სათქმელი თქვა“, – ასე გამოეხმაურა სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, როდესაც მან ისაუბრა საქართველოში არსებულ იმ ძალებზე, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები და მისი თქმით, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს.

მოლაშვილი ეთანხმება ცოტნე ივანიშვილს და ამბობს, რომ „ამ ხალხმა სული მიჰყიდა სხვათა ინტერესის მსახურს. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს ხალხი, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები და ბოკერიები არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ.“

„დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ. უფრო სწორად, დაქირავებული კი არ არის, არამედ ამ ხალხმა სული მიჰყიდა სხვათა ინტერესის მსახურს. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს ხალხი, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები და ბოკერიები არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ და ვერც გააკეთებენ, რამეთუ მათი გაქირავებული გონება სხვა ძალას ემსახურება. დაახლოებით ისე ჩანს, რომ გათხოვილმა ქალბატონმა გაცნობის გაზეთში რომ განცხადება გამოაქვეყნოს და პარალელური ქმრის ძებნა დაიწყოს… არაჯანსაღი ხალხია, ქვეყნისთვის არაფრის მომტანი და რაც უფრო მალე და სწრაფად განეიტრალდებიან უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი „პოლიტიკოსები“, მით მალე დაისვენებს საქართველო“- განაცხადა მოლაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა და იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი, რაზეც მან უპასუხა:

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. თუ ვამბობთ, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია.“

თორნიკე მოლაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე მოლაშვილი„ბატონო უინსტონ, წავიკითხე თქვენი მიმართვა ივანიშვილის მიმართ, ცდილობთ ბურჭულაძის გამართლებას. აღიარებული მომღერლის სტატუსი არ აძლევს არც ერთ ადამიანს უფლებას, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას“