განცხადება · 134 ნახვა
„ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება“
„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხ ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით იგერიებს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება.
ჩიბურდანიძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე გაკეთებული განცხადება პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე, დღის წესრიგში დადგება მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება.
„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით ვიგერიებთ, ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან. ეს ხორციელდება ორმხრივად, გარე და შიდა ძალებისგან, თუმცა ეს პოლიტიკური ტერორი ვერ აღწევს მიზანს მარტივი მიზეზის გამო, ყველა მცდელობა უძლურია ხელისუფლების გონიერების და ხალხის ძალის წინაშე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სწორედ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ინიციატივით დაიწყო ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამის აღკვეთა, პატარა სახელმწიფოები კი ხშირად ამ ტერორის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველო გადარჩა, თუმცა ბრძოლა ამ უიარაღო ომის წინააღმდეგ, რომელიც ტყვიაზე მეტად მძაფრია, გრძელდება.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც დასავლეთის ლიბერალური პოლიტიკის „შედევრია“. სწორედ მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა აშშ-ს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს არის ულტრალიბერალიზმი, რომელიც ანგრევს ღირებულებათა სისტემას და რომელიც შლის სახელმწიფოთა ეროვნულ იდენტობას ყველგან, სადაც შეაღწევს. სწორედ ეს სურდათ საქართველოში უცხოური ფულით დაფინანსებული ქართველი აგენტების ხელით. სწორედ ეს არის მიზანი ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის, რომელიც გლობალური პოლიტიკის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მმართველობის ბერკეტებს ეჭიდება. პოლიტიკური ტერორიზმი ყველა ტერორიზმზე ბევრად უფრო საშიშია. ის ნელი სიკვდილით კლავს სახელმწიფოს, რომლის სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის აღდგენაც უკვე შეუძლებელია ან ერის საუკუნოვანი ბრძოლა სჭირდება. სწორედ ეს საფრთხე აგვაცილა თავიდან ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის მათდამი მხარდაჭერამ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლად ქცეული ქვეყანა ვიქნებოდით. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ. ეს ბრძოლა კვლავ ჩვენი გადასატანია და მას აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
თამარ ჩიბურდანიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამარ ჩიბურდანიძე„ის, რაც გუშინ, Euronews-ის ღონისძიებაზე ვიხილეთ იყო შოუ - ირაკლი კობახიძე იყო სამიზნე, რომელზეც შტურმი ხორციელდებოდა, მაგრამ, პრემიერის მისი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, ევრობიუროკრატებმა მათთვის სასურველი შედეგის ნაცვლად, უკუშედეგი მიიღეს“
- თამარ ჩიბურდანიძე„დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს — მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის“
- თამარ ჩიბურდანიძე„პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა“
- თამარ ჩიბურდანიძე„ევროპას ევრობიუროკრატია ჩუმი სიკვდილით კლავს – შეიძლება საზოგადოებრივი დაპირისპირება ახალ ისტორიულ ტრაგედიად გადაიქცეს“
