განცხადება · 114 ნახვა
ეკა კვესიტაძის განცხადებაზე
„უნიჭო პარაზიტი – ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენსჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძზე: უნიჭო პარაზიტი – ეს კეკელა ვერ ხვდება, რომ მათი საქციელი არაფრით განსხვავდება ქოცების საქციელისგან“
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის განცხადებას მის შესახებ, რომ ის „სინქრონულად ეთამაშება ივანიშვილის სურვილებს“ სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ეკა კვესიტაძე „საკუთარ სასოწარკვეთილებას ავლენს“ და ცდილობს, რომ აღნიშნული ამბიდან პირადი სარგებელი მიიღოს.
მისივე თქმით, კვესიტაძის ქცევა არაფრით განსხვავდება მმართველი პარტიის გუნდის წარმომადგენლების ქმედებებისგან.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება აი ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენს, ეგებ ბიძინას სიშლეგეს რამე სათავისოდ გამოსტყუოს უნიჭო პარაზიტი. ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ მე ჩემთვის საძულველი ფიგურების, ჩემი მტრების მიმართაც ზუსტად ისე ვიცავ წესებს და პროფესიულ ვალდებულებებს, როგორც მათ მიმართ, ვისაც პატივს ვცემ – ესაა ჩემი უპირატესობა და ეს მანიჭებს ძალას მათნაირ ჭიაღუებთან. ეს კეკელა ვერც იმას ხვდება, რომ არაფრით განსხვავდება მათი საქციელი ქოცების საქციელისგან – მათ ჩემი დაჭერა არ შეუძლიათ, იმის გამო რომ სუნიან ჯაგებად ვთვლი და არ ვმალავ, თორემ რაც შეეძლოთ, ქნეს – საჯარო ინტერესების და პროფესიული ვალდებულებების სრული იგნორირებით, მათ მაყურებელს ჩემთან წვდომა შეუზღუდეს! მოკლედ, ერთად გადაშენდებიან ესენი და ქოცები. რადგან ზუსტად ერთნაირები არიან.“- წერს ჩერგოლეიშვილი.
თამარ ჩერგოლეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამარ ჩერგოლეიშვილი„გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია“
- თამარ ჩერგოლეიშვილი„ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა – ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება – მაშინ შევდექი“
