განცხადება · 171 ნახვა
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.
მეგრელიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების ოჯახებს შორის სწორი დიალოგი, რისკების შეფასება და პასუხისმგებლობების გაზიარება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.
„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს – „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს. მიღებული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი, მისი შინაარსისა და სიმძიმის მიუხედავად, სწორი დიალოგის, რისკების შეფასებისა და პასუხისმგებლობებზე შეთანხმების პირობებში შედეგს იძლევა. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში ორმხრივი მუშაობა, კერძოდ, მშობლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაგრძელება არის გზა, რომელიც ამ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მიმართ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურის გაკეთების შესაძლებლობას ხსნის. მადლობა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე პირების დასახმარებლად მიღებული ზომებისთვის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
თამთა მეგრელიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თამთა მეგრელიშვილი„ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს“
- თამთა მეგრელიშვილი„აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს“
- თამთა მეგრელიშვილი„საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები დევს და არა კონკრეტული პირები“
- თამთა მეგრელიშვილი„„ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე“
