ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი20°C
  • ქუთაისი19°C
  • რუსთავი18°C
  • ზუგდიდი19°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე14°C
  • ოზურგეთი21°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია7°C
  • ფოთი20°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 13 ნოემბერი
  • USD2.5935+0.0002
  • EUR2.8793−0.0102
  • GBP3.4431−0.0120
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1341+0.0042
  • AZN1.5259+0.0002
  • 1000 AMD7.1850−0.0094
  • 10 UAH0.5710−0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ13:00
ირაკლი კობახიძე

განცხადება · 126 ნახვა

საქართველოში მოქმედ აგენტურაზე

„საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?“

ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? – ვკითხულობთ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.

კობახიძის განცხადებით, საქართველოში გარე ძალების დავალებების შემსრულებელ აგენტურაზე აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები, რათა საზოგადოებამ იმსჯელოს ამ ყოველივესთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ – ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები.

თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის.“- ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის წერილში.

ირაკლი კობახიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ირაკლი კობახიძე„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში ექნებოდა დაახლოებით 50 000-100 000 ლარი“
  2. ირაკლი კობახიძე„საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“
  3. ირაკლი კობახიძე„ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება ეროვნული იდენტობის დასაცავად მნიშვნელოვანია“
  4. ირაკლი კობახიძე„ერეკლე მეორის კრიტიკოსები თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ, ევროპის არსებობაც ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ, სინამდვილეში, ერეკლე მეორის ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა“