ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი20°C
  • ქუთაისი19°C
  • რუსთავი18°C
  • ზუგდიდი19°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე14°C
  • ოზურგეთი21°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია7°C
  • ფოთი20°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 13 ნოემბერი
  • USD2.5935+0.0002
  • EUR2.8793−0.0102
  • GBP3.4431−0.0120
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1341+0.0042
  • AZN1.5259+0.0002
  • 1000 AMD7.1850−0.0094
  • 10 UAH0.5710−0.0008
ამბავისპორტი110 ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ

აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის ახლობლის განცხადებით, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს მოსამართლემ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

ამავე ცნობით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის თითოეულს 50 000 დირჰამის გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) დაფარავს.

მანამდე საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ საბა და მერაბი დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 11 ნოემბერს, აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ინციდენტში მონაწილე პირები დააკავეს.