განცხადება · 166 ნახვა
„ვხედავთ, რომ „დიპ სტეიტი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიპ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა იგი რუსოფობიას ქართულ საზოგადოებაში მთავარ გამოწვევად და იმსახურებს თუ არა ეს თემა ხელისუფლებისგან ასეთ დიდ ყურადღებას, პრემიერმა უპასუხა, რომ საკითხი „საგანგებო ყურადღებას იმსახურებს“.
მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში ჩართულია პოლიტიკური აქტივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და ეს ყველაფერი არის კოორდინირებული კამპანია, რომელიც გარედან იმართება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„დიდ ყურადღებას იმსახურებს, საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის “დიპ სტეიტის” ახალი დაგეგმილი კამპანია, რომელშიც ჩართულია მთელი პოლიტიკური აქტივი- უცხოური აგენტურა პარტიების სახით, პოლიტიკოსების სახით, ენჯეოების სახით და თქვენი სახით, მათ შორის. იმიტომ, რომ თქვენ ხართ მთავარი, ვინც უზრუნველყოფს მედიის კუთხით ამ რუსოფობიურ კამპანიას. შესაბამისად, ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს “დიპ სტეიტი” ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.“- განუცხადა „ტვ პირველს“ ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი კობახიძე„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში ექნებოდა დაახლოებით 50 000-100 000 ლარი“
- ირაკლი კობახიძე„საშუალება მქონდა, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“
- ირაკლი კობახიძე„ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვდა, კანონების, რომელთა აღსრულება ეროვნული იდენტობის დასაცავად მნიშვნელოვანია“
- ირაკლი კობახიძე„ერეკლე მეორის კრიტიკოსები თავს მთავარ ევროპელებად წარმოაჩენენ, ევროპის არსებობაც ლამის საკუთარ დამსახურებად მიაჩნიათ, სინამდვილეში, ერეკლე მეორის ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა“
