ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე„თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო - მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ“ დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი13°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი16°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი15°C
  • გორი15°C
  • ახალციხე15°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია4°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ამბავიუცხოური მედია155 ნახვა

„თითოეული პაციენტის კიბო უნიკალურია“: ექსპერტმა განმარტა, როგორ მუშაობს ახალი мРНК-ვაქცინა და დაიწყება თუ არა მისი გამოყენება

„თითოეული პაციენტის კიბო უნიკალურია“: ექსპერტმა განმარტა, როგორ მუშაობს ახალი мРНК-ვაქცინა და დაიწყება თუ არა მისი გამოყენება

კომპანიების, Moderna-სა და Merck-ის მიერ შემუშავებული კანის კიბოს мРНК-ვაქცინა წარმატებული გამოცდის შემდეგ აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებისთვის ემზადება. ლა-ვერნის უნივერსიტეტის გამოთვლითი ბიოლოგიის ლაბორატორიის გამგემ, ტატიანა ტატარინოვამ მედიასთან განმარტა, რომ мРНК-ვაქცინის ამოცანაა ასწავლოს იმუნურ სისტემას უნიკალური მუტაციების ცნობა და არა ერთი უნივერსალური შაბლონის გამოყენება.

„თითოეული პაციენტის კიბო გენეტიკურად უნიკალურია. მაგალითად, ვირუსს აქვს ცილები, რომლებიც საერთოა ერთი და იმავე შტამით ინფიცირებული ყველა ადამიანისთვის, ამიტომ შესაძლებელია ერთი ვაქცინის დამზადება და მისი მილიონობით ადამიანისთვის გაკეთება. სიმსივნის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო რთულადაა… მუტაციების ნაკრები განსხვავდება არა მხოლოდ კიბოს სახეობებს შორის, არამედ იმ ორ პაციენტს შორისაც, რომლებსაც კიბოს ერთი და იგივე სახეობა აქვთ“, — აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინამ გაზარდა რეციდივის გარეშე პერიოდი, ტატიანა ტატარინოვა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევის ამ ეტაპზე სიკვდილიანობის დადასტურებულ შემცირებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა ახალ ტექნოლოგიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს:

„პერსონალიზებული мРНК-თერაპია, სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, ოპერაციის შემდეგ შესაძლოა მელანომის სტანდარტული მკურნალობის ნაწილად იქცეს. ამავდროულად, ანალოგიურ მიდგომას უკვე იკვლევენ ფილტვის, თირკმლისა და სიმსივნის ზოგიერთი სხვა ტიპის დროსაც“, — ასკვნის ექსპერტი.