განცხადება · 86 ნახვა
„განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ ე.წ „ანალიტიკური ცენტრებისთვის” მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“- სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს“
როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“როგორც ჩანს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“.
დიახ, სწორად გაიგეთ, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმაზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, ახალგაზრდებზე და განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.
ეტყობა, როდესაც სათქმელის შინაარსთან საკამათო აღარაფერი გაქვს, ლექსიკოგრაფად უნდა გადაკეთდე და სიტყვების თვლა დაიწყო.
საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე რას შემოგვთავაზებენ, რამდენჯერ ჩაისუნთქა მინისტრმა, რამდენჯერ გაიხედა მარჯვნივ, ან რომელ წუთზე თქვა ერთი და იგივე სიტყვა მეორედ?
სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს.”- წერს მეტრეველი
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“
- ნიკოლოზ მეტრეველი„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ“
