პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი

დავით გარეჯის გარშემო წარმოებული უსინდისო კამპანიაც საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ განცდებზე თამაშობდა. ადამიანების გულწრფელი სიყვარული საკუთარი ისტორიისა და სიწმინდეების მიმართ არავის აძლევს უფლებას, მათი ემოციები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, „ასავალ – დასავალის“ წამომადგენლის დიტო ჩუბინიძის დაკავებს სოციალურ ქსელში.

მეტრეველი აღნიშნავს, რომ საჭიროა საფუძვლიანი გამოძიება და მკაფიო პასუხი ყველა კითხვაზე, კერძოდ, უნდა დადგინდეს, როგორ მზადდებოდა ეს მასალები, ვინ აწვდიდა ინფორმაციას „ასავალ – დასავალს“, არსებობდა თუ არა შეთანხმებული მოქმედება და მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები.

„დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს.
„ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი ჩუბინიძის საქმეზე პროკურატურის განცხადება უმძიმესია: გამოძიების მტკიცებით, გარეჯის ნაწილის საიდუმლოდ გადაცემის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობას ხელი შეუშალა.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თვიდან თვემდე ერთი და იგივე პოლიტიკური ხელწერა იკვეთება: გამოაცხობენ ახალ სკანდალს, ატეხენ აჟიოტაჟს, საზოგადოებას უმძიმეს ბრალდებებს მიაყრიან, ხოლო როდესაც მტკიცებულებების წარდგენის დრო დგება, უკვე შემდეგ თემაზე გადადიან. ძველ ბრალდებებზე პასუხი არ აქვთ გაცემული და უკვე ახალი „სენსაცია“ მზად აქვთ: ახალი სათაურებით, ახალი შეძახილებითა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იმავე პათოსით.
დავით გარეჯის გარშემო წარმოებული უსინდისო კამპანიაც საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ განცდებზე თამაშობდა. ადამიანების გულწრფელი სიყვარული საკუთარი ისტორიისა და სიწმინდეების მიმართ არავის აძლევს უფლებას, მათი ემოციები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს.
ცხადია ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საზოგადოებას აქვს უფლება, თითოეულ ბრალდებაზე მოითხოვოს პასუხი: რას ეფუძნებოდა, რით დასტურდებოდა და რატომ უნდა დაეჯერებინა? ახალი თემის გამოცხობა ძველ ნათქვამზე პასუხისმგებლობას ვერ წაშლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დავით გარეჯს, სახელმწიფო საზღვარსა და ქვეყნის ინტერესებს ეხება.
სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისებაში ადანაშაულებ? დადე მტკიცებულება! საზოგადოებას საიდუმლო გარიგებაზე ესაუბრები? წარმოადგინე დამადასტურებელი ფაქტები! ასეთი ბრალდებების გამავრცელებელს პასუხიც მოეთხოვება, მხოლოდ ხმამაღალი შეძახილებითა და პატრიოტული პოზით კითხვებს ვერ გაექცევა.
სწორედ ამიტომ მოვითხოვ საფუძვლიან გამოძიებასა და მკაფიო პასუხებს. უნდა დადგინდეს, როგორ მზადდებოდა ეს მასალები, ვინ აწვდიდა ინფორმაციას, არსებობდა თუ არა შეთანხმებული მოქმედება და მონაწილეობდნენ თუ არა სხვა პირები.
გავიმეორებ: საქართველოს სახელმწიფო ინტერესებით თამაში ძვირად უჯდება ქვეყანას. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი!“ – წერს მეტრეველი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი ჩუბინიძის დაკავებაზე: დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ჩუბინიძის დაკავებაზე: ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.