ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ17 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ09:26
ამირან სალუქვაძე

განცხადება · 145 ნახვა

„ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური ციფრი 1900-ზე ნაკლებია, ვიკა ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532 – რეალურად, განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა“

ექსპერტი ამირან სალუქვაძე, გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი.

სალუქვაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ ციფრს უაზროს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ფილფანმა ეს მონაცემი განზრახ დაასახელა ერთი პრობლემაა, ხოლო, თუ ვერ მიხვდა რომ არარეალურ ციფრს ასახელებდა – მეორე.

“იცით, მრავალი წელია კრიმინალის და შსს-ს სხვა სტატისტიკას ვადევნებ თვალს. ბევრჯერ გამოვაქვეყნე.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რამდენად უაზრო ციფრი თქვა ფილფანმა პარლამენტის ტრიბუნიდან:
ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური ციფრი 1900-ზე ნაკლებია. ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532. წლის განმავლობაში, 4 კვარტალზე რომ გავამრავლოთ, 22 წლის მონაცემებს ბევრად გადაუსწრებს.
თუ განზრახ დაასახელა, ერთი პრობლემაა, თუ ვერ გაიგო შსს-ს სტატისტიკა და ვერ მიხვდა, რომ არარეალურ ციფრს ასახელებდა, – მეორე.
რეალურად კი განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა.
თუ 2004 წელს 300-მდე მკვლელობა მოხდა, შარშან 70 შემთხვევა დაფიქსირდა,” – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

ამირან სალუქვაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ამირან სალუქვაძე„ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს – ხალხს ახსოვს თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქრთველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში“
  2. ამირან სალუქვაძე„ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის- როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია“
  3. ამირან სალუქვაძე„თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული “ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს“
  4. ამირან სალუქვაძე„თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს“