ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ლაშა გეგეჭკორი„ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანა“ დღეს 6 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი13°C
  • გორი11°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი13°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია3°C
  • ფოთი12°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ21 ᲛᲐᲘᲡᲘ21:41
ამირან სალუქვაძე

განცხადება · 90 ნახვა

რუსთავში კორპუსის მშენებლობაზე

„ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის ოჯახს ეკუთვნის- როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას და მაყურებელს ეუბნები, ჩემი ბინა უკვე აშენდა შანსი არ გაუშვაო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია“

ეს ვიდეო ნანახი გექნებათ. ამიტომ ტექსტს გადახედეთ. დამაინტერესა რატომ არეკლამებს ასე მონდომებით ასეთი ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკაში მყოფი და ფონდის მმართველი რუსთავში მშენებარე 5-სართულიან სახლს?! მართლა ჩვენზე ზრუნავს, რათა არ გავმაზოთ მომგებიანი შანსი?!- ასე ეხმიანება სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსთავში არსებულ სამშენებლო კომპანიას არეკლამებს.

სალუქვაძის ინფორმაციით რუსთავში მიმდინარე მშენებლობა ნანუკა ჟორჟოლიანის მამას და ოჯახს ეკუთვნის და ამბობს, რომ „არ მოსულა, როცა საკუთარი ცნობადობით საკუთარ ბიზნესს ისე არეკლამებ, რომ პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია ფული შენს ბიზნესში რომ შემოაქვს და საკუთარ ბინას მისი ფულით იშენებ.“

„ჰოი, საოცრებავ, თურმე ოჯახური ბიზნესისთვის ირჯება. ჩემი ინფორმაციით მშენებლობა ნანუკას მამას (დირექტორი) და ოჯახს ეკუთვნის. არ გადაგღლით კომპანიის მეწილეების შემადგენლობით და წილების ცვლილებებით. არც ბიზნესი, არც ეს კომპანია და არც ოჯახია ამ პოსტის ინტერესი. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. საქმე სხვა რამეშია. როცა საჯარო პირი არეკლამებ მშენებლობას, მაყურებელს ეუბნები ჩემი ბინა უკვე აშენდა, შანსი არ გაუშვა, თუ გინდა გახდე ჩემი მეზობელიო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოჯახის ბიზნესია. ჩემი ბინა შენდებაო ისე ამბობს, თითქოს სხვის აშენებულ სახლში იყიდა. არც საკუთარი ბიზნესის რეკლამაა პრობლემა, როცა იცი, რომ მისი ბიზნესია.

როცა რომელიმე რესტორატორი, მეღვინე, ნებისმიერი მეწარმე საკუთარ ნაწარმს, მომსახურებას არეკლამებს, ეს ნორმალურია. იცი რომ მისია. მეორე საკითხია, როცა გვეუბნებიან ჩემი ბინა უკვე აშენდა და შანსი არ გაუშვა, დროზე შემოიტანე პირველი შესატანი და ა.შ. “ორბის” ან სხვა კომპანიის მფლობელმა რომ თქვას, ჩემი ბინა უკვე აშენდა, არ გაუშვა შანსი, შემოიტანე ფული… ნორმალურია? მისი ბინა ხომ კლიენტების ფულით შენდება?! ერთ სუბიექტს ვაკვირდებოდი ამას წინათ. თვეების მანძილზე მარკეტებს და ფასებს ებრძოდა. მერე საკუთარი “მწვანილის” რეკლამირება დაიწყო, სხვებზე იაფად ვყიდიო. ბოლოს გადამყიდველობაზე გადავიდა და ფასებში გადაუსწრო ქსელურ მარკეტებს. ნორმალურია? არაა ნორმალური. ჰოდა, არც ეს მოსულა, როცა საკუთარი ცნობადობით საკუთარ ბიზნესს ისე არეკლამებ, რომ პოტენციური კლიენტებისთვის უცნობია ფული შენს ბიზნესში რომ შემოაქვს და საკუთარ ბინას მისი ფულით იშენებ. სულ ესაა. ჰო, თანმდევად რუსთავიც კარგად გაარეკლამა: ამბობს რუსთავში მაღალსართულიანი სახლების აშენება არ შეიძლებაო. ასევე კარგი ყოფილა, თურმე, რუსთავი საუნივერსიტეტო ქალაქად რომ იქცევა?!“- წერს სალუქვაძე.

ამირან სალუქვაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ამირან სალუქვაძე„ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური ციფრი 1900-ზე ნაკლებია, ვიკა ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532 – რეალურად, განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა“
  2. ამირან სალუქვაძე„ბიძინა ივანიშვილმა დადასტურებულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება განახორციელა თავის სამშობლოში, ხაზარაძემ ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ქართველ ხალხს სთხოვდა 1,5 მილიარდ დოლარს – ხალხს ახსოვს თიბისი ბანკის ჩართულობა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბიზნესის ტერორში. ახლა საქრთველოში ნაშოვნ დიდძალ ფინანსებს მამუკა ხარჯავს სხვა ქვეყანაში“
  3. ამირან სალუქვაძე„თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული “ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს“
  4. ამირან სალუქვაძე„თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს” ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV “პირველი” ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს“