განცხადება · 176 ნახვა
„როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება, Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ – ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ იმავე ადამიანებს ეუბნები: ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ“
Wolt-ის რეკლამაში მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობაზე
ყოჩაღ, Wolt! ნამდვილად ორიგინალური მარკეტინგია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, მუსიკოს Kordz-ის მონაწილეობას საკურიერო კომპანია Wolt-ის რეკლამებში.
მისი თქმით, თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი Wolt-ს სასაცილოდ ეჩვენება, არც ის უნდა გაუკვირდეს, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
,,ჯერ სარეკლამო კამპანიის სახედ ირჩევ ადამიანს, რომლის საჯარო გამონათქვამებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მძიმე შეურაცხყოფად აღიქვა, შემდეგ კი იმავე ადამიანებს ეუბნები: აბა, ახლა ჩვენი აპლიკაცია გახსენით და ფული ჩვენთან დახარჯეთ.
პოლიტიკური შეხედულება ყველას საკუთარი აქვს და უნდა ჰქონდეს. მაგრამ როდესაც მასობრივ მომხმარებელზე დამოკიდებული კომპანია ასეთ სარეკლამო არჩევანს აკეთებს, მეც, როგორც მომხმარებელს, მაქვს არჩევანის უფლება. შესაბამისად, ჩემთვის საკითხი მარტივად გადაწყდა: Wolt-ს ბოიკოტს ვუცხადებ და მის მომსახურებას აღარ გამოვიყენებ. ეს არც ტრაგედიაა და არც რთული გადაწყვეტილება, საქართველოში საკვების მოტანის სხვა სერვისებიც არსებობს.
Wolt-ს კი ერთ პატარა მარკეტინგულ რჩევას უფასოდ დავუტოვებ: თუ მომხმარებლის პოლიტიკური არჩევანი სასაცილოდ გეჩვენება, ნუ გაგიკვირდება, თუ იმ მომხმარებელს შემდეგ შენი აპლიკაციის წაშლაც არ დაეზარება,” – წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ მეტრეველი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ნიკოლოზ მეტრეველი„ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“ ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დღეს პოლიტიკური აქცია კი არ იმართება, არამედ ჩვეულებრივი ლგბტ პრაიდი ჩაივლის, რომლის ლიდერადაც უცხოელმა პატრონებმა ნიკა გვარამია შემთხვევით არ შეარჩიეს“
- ნიკოლოზ მეტრეველი„დავით გარეჯი არავის პოლიტიკური და პარტიული საკუთრება არ არის. არც სამშობლოს სიყვარულია ვინმეს ექსკლუზიური უფლება, რომ ამ სახელით საზოგადოებას ნებისმიერი ბრალდება მოახვიოს თავს და შემდეგ პასუხისმგებლობას გაექცეს – ვინც დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“
- ნიკოლოზ მეტრეველი„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ“
