ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვს, ასევე მისი გარემოცვის წევრს ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ჯარიმა შეეფარდათ დღეს 11 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი20°C
  • ქუთაისი19°C
  • რუსთავი18°C
  • ზუგდიდი19°C
  • თელავი15°C
  • გორი17°C
  • ახალციხე14°C
  • ოზურგეთი21°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია7°C
  • ფოთი20°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 13 ნოემბერი
  • USD2.5935+0.0002
  • EUR2.8793−0.0102
  • GBP3.4431−0.0120
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1341+0.0042
  • AZN1.5259+0.0002
  • 1000 AMD7.1850−0.0094
  • 10 UAH0.5710−0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ25 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ14:20
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 132 ნახვა

„შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად“

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშილი საუბრობს იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც პრემიერის გაეროში სიტყვის გამოსვლისას გამოიკვეთა და აცხადებს, რომ დღევანდელობაში ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი, რომელიც „ასეთი წარმატებული და პროგრესირებადია“ მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად.

„ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს:

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციასა და დევნილთა პრობლემატიკაზე. ამასთან, გაჟღერდა პირდაპირი მიმართვა აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი, საერთო ისტორიაზე, ნდობის აღდგენასა და იმ სიკეთეების გაზიარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს.

შეფასდა საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპასა და აზიას შორის. საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , კერძოდ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. აღინიშნა, რომ 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება.

ხაზგასმით აღინიშნა ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლის 7.1%-მდე შემცირება. გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ტრანსფორმაცია მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად.

გამოსვლის ფინალური აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!!!
თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად. ეს დასაფასებელია!“- წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  2. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
  3. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
  4. ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“