ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ ირაკლი კირცხალია„ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი5°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი3°C
  • თელავი2°C
  • გორი3°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი4°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−12°C
  • ფოთი6°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 10 ნოემბერი
  • USD2.5943−0.0006
  • EUR2.9041+0.0043
  • GBP3.4821+0.0075
  • TRY0.0517
  • 100 RUB3.1484−0.0229
  • AZN1.5261−0.0006
  • 1000 AMD7.1864−0.0117
  • 10 UAH0.5707−0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ10 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ08:52
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 121 ნახვა

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და ეკონომიკური წრეების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

სადღობელაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ არ საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ჩინეთი გლობალური ეკონომიკური გიგანტი და ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

„-ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!

- თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს. რატომ სდუმან ისინი?

- როდესაც მსოფლიო მასშტაბის ზესახელმწიფოსა და გლობალური ეკონომიკური ლიდერის მეორე პირი იმყოფება ვიზიტით შენს ქვეყნაში, ამ დონის დიპლომატიური აქტივობის იგნორირება მხოლოდ მიკერძოებულობაზე მეტყველებს. არ გიხარია ქვეყნის წინსვლა თუ გყოფნით იმის თავხედობა რომ ჩინეთის დონის ზესახელმწიფოსთან დაახლოება უგულებელყოთ? აბა წარმოვიდგინოთ და გავიხსენით რა ხდებოდა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტების ვიზიტის დროს?!

- გამკვირვებია ეკონომიკის ექსპერტების და ბიზნესმენების, რომლებიც ხშირად საუბრობენ ყოველდღიურ და ბანალურ ეკონომიკურ ნიუანსებზე, ახლა კი ასეთი დონის ვიზიტზე უჩვეულო სიჩუმეს ინარჩუნებენ… რატომ არ საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა პერსპექტივებზე, ინვესტიციებსა და სატრანზიტო პოტენციალზე? ცხადია, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის.

-გარედან მიღებული დირექტივები და სკეპტიციზმი საქართველოს წარმატების მიმართ ხელს უშლის ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზებას.

- ჩინეთი დღეს არის არა მხოლოდ გლობალური ეკონომიკური გიგანტი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მსოფლიო ლიდერი ზესახელმწიფო, რომლის ინტერესი საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის უდიდესი მყარი გარანტიაა. მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო მასშტაბის ძლიერ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

- ვისაც ეს არ უხარია საქართველოს მოღალატეა!“ - წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“
  2. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“
  3. ლადო სადღობელაშვილი„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მორწმუნე მართლმადიდებლებს არ წამოეგონა ქათამი გვარამიას პროვოკაციაზე და არ შეხვიდეთ შეცდიმაში! გვარამიას დაანონსებული დღევანდელი აქცია რეალურად გახლავთ ე.წ. “გეი აღლუმი”“
  4. ლადო სადღობელაშვილი„ნებისმიერი პირი, ვინც ყალბი ბრალდებებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სახელმწიფოს დაზიანებას, აუცილებლად გაიზიარებს ჩუბინიძის ბედს“