განცხადება · 118 ნახვა
„1-ელი ოქტომბერი, დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა“
ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1-ელი ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში, -წერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ადამიანების დიდი უმრავლესობა დახოცილი, ოჯახები გაუბედურებული და განადგურებული.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგრული, უმწეო და სასოწარკვეთილი მდგომარეობა. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა! ეკონომიკურ წინსვლაზე და სხვა პროგრესზე ზედმეტია ლაპარაკი. დღეს საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ადამიანების დიდი უმრავლესობა დახოცილი, ოჯახები გაუბედურებული და განადგურებული! მიუხედავად უმარავი მცდელობისა, ისტორიას ვერავინ გადაწერს. 1-ელი ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში“- წერს ხელაძე.
ირაკლი ხელაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ირაკლი ხელაძე„დანია კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტებს ამ ფორმით უსწორდებიან. ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია დეკორაციადაა ქცეული“
- ირაკლი ხელაძე„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, რაც პოლიტიკურად მოტივირებული და არასამართლიანია – არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!“
