პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო- წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
ჯღარკავა აღნიშნავს, რომ დავითაძის საქმე, პოლიტიკური სპექტაკლია, მისი თქმით , პატიმრის მიერ ბადრაგის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში არ დასტურდება. ასევე ჯღარკავა ყურადღებას ამახვილებს გიორგი დავითაძის ოჯახის პოლიტიკურ წარსულზეც და თვლის რომ ეს ყოველივე პოლიტიკური სპექტაკლია.
„პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელიც იძახის რომ ბადრაგმა თითით გააუპატიურა, რაც არ ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო, კამერებში, სასჯელს იხდის პოლიციელის დაჭრაზე, საინტერესო წარსული აქვს მის მამას ავთო დავითაძეს, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ვაკის გამგებელი იყო, მერე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ნაცებმა, მიშა საჯაროდ კიოდა მის გვარს, მერე ოცნების საკრებულოს წევრი იყო გუბაზას პარტიიდან, არ გეჩვენებათ რომ ეს პოლიტიკური სპექტაკლია? თან აკივლდნენ უკვე გადადგეს კობახიძეოო; ეს ფილმი ნანახი გვაქვს, გეგმა ბ ზე გადადით;“-წერს ნინო ჯღარკავა.













