განცხადება · 151 ნახვა
„პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა”“
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ამბობს, რომ ძალადობაში გადასვლის შემთხვევაში პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება შეუძლია — მათ შორის სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების, არასრულწლოვნების მონაწილეობით არეულობის დროსაც – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საფრანგეთში პოლიციის მიერ სახელმწიფოს დასაცავად ძალის გამოყენება მისაღებად მიიჩნევა, საქართველოში კი, მსგავსი მოქმედების განხორციელებას „ევროკრატიისთვის“ ბრიუსელის ნებართვა სჭირდება.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„პარიზში ძალადობრივ არეულობას პოლიცია სპეციალური საშუალებებით აღკვეთს და ამას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ჰქვია. თბილისში იგივე მოქმედება უკვე „რუსული რეპრესია“ და „დემოკრატიის უკუსვლაა“.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი ამბობს, რომ ძალადობაში გადასვლის შემთხვევაში პოლიციას არალეტალური იარაღის გამოყენება შეუძლია — მათ შორის სპეციალური ყუმბარებისა და რეზინის ტყვიების, არასრულწლოვნების მონაწილეობით არეულობის დროსაც.
საინტერესოა, BBC-მ მაკრონის ხელისუფლებასაც რომ დააბრალოს ექსტრემისტების „კამიტით დაწამვლა“, რას მოისმენს ელისეს სასახლისგან? და რამდენად სწრაფად წაიღებს უკან ბოროტ ცილისწამებას ბრიტანეთის ფსევდოლიბერალური საზოგადოებრივი მაუწყებელი?
როგორც ჩანს, განსხვავება მხოლოდ ერთია — საფრანგეთში პოლიცია სახელმწიფოს იცავს, საქართველოში კი, თუ სამართალდამცველები იმავეს გააკეთებენ, ევროკრატიისთვის „ურჩ“ სუვერენულ საქართველოს სახელმწიფოს ჯერ ბრიუსელის ნებართვა სჭირდება.“ – წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
