განცხადება · 149 ნახვა
ბრიუსელის ღონისძიებაზე
„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს“
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრას არ დაესწრება, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბრიუსელმა რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში თავადვე შექმნილი ბარიერების გადალახვა და ჩატეხილი ხიდების აღდგენა მოუწევს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
მისივე შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზად არის, თუმცა ეს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის პირობებში უნდა ხდებოდეს და არა კარნახისა და ზეწოლის გზით.
„საქართველოსთან შანტაჟისა და ზეწოლის ენით საუბრით ბრიუსელი ვერც შედეგს მიაღწევს და ვერც საქართველოსგან დათმობებს მიიღებს — იქ, სადაც სახელმწიფოს ღირსებას არ სცემენ პატივს და სათანადო მოწვევასაც არ გზავნიან, ფორმალურ დასწრებას აზრი არ აქვს.
ფაქტი სახეზეა: 16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად თბილისს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი შეხვედრას არ დაესწრება.
დროა, ბრიუსელში რეალობას თვალი გაუსწორონ: არაშორსმჭვრეტელ ევროკრატებს სხვადასხვა მიმართულებით უკვე უწევთ და მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიურად მოუწევთ იმ ხიდების აღდგენა, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობაში თავადვე, სრულიად უსაფუძვლოდ ჩატეხეს.
რაც შეეხება მუდმივ სპეკულაციებს საქართველოს „ჩამორჩენაზე“ — ევროინტეგრაციის რეალურ გზაზე ჩვენი პროგრესი და რეფორმები სახეზეა და ამას მიუკერძოებელი საერთაშორისო ანალიტიკოსებიც აღიარებენ. ხოლო თუ „ჩამორჩენაში“ მახინჯი იდეოლოგიური დიქტატისა და ნეოკოლონიალისტური მითითებების უსიტყვოდ შესრულებაზე უარს გულისხმობენ, მაშინ ასეთ „ჩამორჩენაში“ ყოფნა არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ აუცილებელიც არის.
საქართველო ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ მხოლოდ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის პირობებში და არა მუდმივი კარნახისა და ზეწოლის რეჟიმში. ეს გზავნილი ბრიუსელისთვისაც ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი.“ - წერს აბაშიძე.
გია აბაშიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გია აბაშიძე„დასანანი და შემაშფოთებელია, როდესაც მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს. ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად“
- გია აბაშიძე„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში“
- გია აბაშიძე„„გახაროიდების“ კლასტერის ერთ-ერთი კომიკური პერსონაჟის, ანა ბუჩუკურის, მორიგი „გენიალური“ აღმოჩენა — თურმე დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ყოფილა დასაცინი და „პიარულად” წამგებიანი. საინტერესოა, ამ სიბრიყვის ტირაჟირების დავალებაც გერმანიიდან გაქცეული „დამბოლებელი“ გახარიასგან მიიღო?“
- გია აბაშიძე„პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?“
